სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტმა ფოტო გამოფენას უმასპინძლა
7 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დკავშირებით „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში, ფოტო გამოფენა გამართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 26 ფოტო, თბილისის აეროპორტის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. აეროპორტის პირველი შენობა, აეროპორტის სასადილო, აეროდრომი და პირველი ნაბიჯები ქართულ ავიაციაში... გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა ცოტა ხნით, გასული საუკუნის აეროპორტში იმოგზაურეს. “1996 წლიდან, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, ეს თარიღი მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მიხარია, რომ საშუალებამ მაქვს ეს მნიშვნელოვანი დღე, ჩვენს მიერ გამართულ გამოფენაზე მოსულ ვეტერან ავიატორებსაც მივულოცო. ასევე საუკეთესო სურვილები მინდა ვუსურვო „ტავ ჯორჯიას“ მთელ პერსონალს, რომელიც დღედაღამ დაუღალავად შრომობს, იმისთვის რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მოსულ მგზავრებს საუკეთესო სერვისები შევთავაზოთ“ - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. გამოფენილი მასალის მოძიებაში „ტავ ჯორჯიას“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, თბილისის აეროპორტის ბიბლიოთეკა და რამდენიმე კერძო კოლექციონერი (გუგული ქებურია, იური ავალიანი) დაეხმარა. გასული საუკუნის ფოტო-კოლაჟის გარდა, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ამსახველი ფოტო მასალაც იხილონ.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467