თბილისში ღამით ჩამოსულ მგზავრებს რკინიგზის სადგურ „აეროპორტის“ ახალი რეისი მოემსახურება
ამიერიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული მგზავრები და ტურისტები რკინიგზის სადგურ „აეროპორტის“ ახალი რეისით ისარგებლებენ. მატარებელი აეროპორტის რკინიგზის სადგურიდან, რომელიც სამგზავრო ტერმინალიდან 70 მეტრის დაშორებით მდებარეობს ყოველ ღამე, 04:00 საათზე გავა და მგზავრებს თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე 04:35-ზე მიიყვანს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე რკინიგზის სადგურ „აეროპორტის“ მიმართულებით რეისები მხოლოდ დღის საათებში (იხ. მატარებლების გადაადგილების განრიგი) ხორციელდებოდა, რაც ღამის განმავლობაში თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრთა უკმაყოფილებას იწვევდა. აეროპორტის რკინიგზის სადგური ყველაზე იაფი და იოლი გადაადგილების საშუალებაა, რომელიც აეროპორტს თბილისის ცენტრთან აკავშირებს. მატარებელი, რომელიც 100 ადამიანს იტევს მგზავრება თბილისის ცენტრალურ სადგურამდე 35 წუთში ჩაიყვანს. მგზავრობის ღირებულება 0.50 ლარია.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467