ზაფხულის სეზონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
29 მარტიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ზაფხულის სეზონი დაიწყო, რაც გულისხმობს ფრენების განრიგის განახლებასა და რეისების რაოდენობის ზრდას. 2014 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით, წელს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები გაზრდილი სიხშირით იფრენენ. ზაფხულის სეზონიდან რომი-თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირ რეისებს უმსხვილესი იტალიური ავიაგადამზიდი „ალიტალია“ კვირაში 4-ის ნაცვლად, უკვე 5-ჯერ შეასრულებს. რეისების რაოდენობას 5დან 7მდე ზრდის ყაზახეთის ნაციონალური ავიაგადამზიდი „ეარასტანაც“, რომელიც მარტის ბოლოდან მგზავრებს ალმაატის გარდა ახლა უკვე ასტანის მიმართულებითაც გადაიყვანს. ასევე ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ფრენების სიხშირეს დაამატებენ ავიაკომპანიები: „ეარბალტიკი“, „ატლასჯეტი“, „ფლაიდუბაი“ და „ისრეარი“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზამთრის სეზონზე ქართულ ავიაბაზარზე შემოსული ავიაკომპანიები: „აეროფლოტი“, „ეარარაბია“, „ეარკაირო“ და „ტრანსაერო“ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის სეზონზეც მოემსახურებიან.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467