"Sun d’Or Airlines" თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, "ტავ ჯორჯია"-სა და ებრაულ ავიაკომპანია “El Al Israel Airlines”-ის შვილობილ კომპანია „Sun d’Or Airlines ”-ს შორის რამოდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ესტუმრნენ , რომლის ფარგლებშიც ისინი, "ტავ ჯორჯია"-ს შუამდგომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით ხუციშვილს და ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. “Sun d’Or Airlines” ქართულ ავიაბაზარზე 2016 წლის ივნისის თვიდან შემოდის. ებრაული ავიაკომპანია ფრენებს თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ერთხელ- სამშაბათობით, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ- ორშაბათსა და პარასკევს, Boeing 737-800 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467