"ტავ ჯორჯიამ" ბავშვებს წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე მიულოცა

"ტავ ჯორჯიამ" ბავშვებს წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე მიულოცა

11 მაისს, „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა, წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ბავშვების გასახალისებლად, ჯამბაზიც ესტუმრა და მათ მინი წარმოდგენა მოუწყო. 28 ბავშვს, რომლებიც ლეიკემიის ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადიან „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მსგავსი ღონისძიებები წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ყოველწლიურად 188 ქვეყანა კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობასა და ფუძემდებლურ პრინციპებს.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467