"ტავ ჯორჯია"-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი ინვესტიცია განახორციელა
„ტავ ჯორჯია“-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი ინვესტიცია განახორციელა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგი ინვესტიცია განახორციელა. ტერმინალის მარჯვენა მხარეს, 3845 კვადრატული მეტრის ფართობზე, ახალი ავტოსადგომი აშენდა, რომელიც დამატებით 192 მანქანას მოემსახურება.
ბოლო წლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომატებული მგავრთა ნაკადის გამო (2011 წელს თბილისის აეროპორტი 29 %-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, წინა წელთან შედარებით), ძირითადი ავტოსადგომი, რომელიც 370 ავტომანქანას იტევს, პიკის საათებში გადატვირთული იყო. სწორედ ამიტომ „ტავ ჯორჯიამ“ ავტოსადგომის გაფართოება გადაწყვიტა.
„საქართველოში ჩამოსული მგზავრებისა და ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად საგრძნობლად იზრდება, ამიტომ აეროპორტში არსებული ავტოსადგომი ყველა მომხმარებელს ვეღარ აკმაყოფილებდა. 3 თვეში, ჩვენ ახალი ავტოსადგომი ავაშენეთ, რომელიც მაღალტექნოლოგიური სისტემით არის აღჭურვილი და ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. „ტავ ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული ეს ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მეტი ადამიანების დასაქმებას ითვალისწინებს, რასაც ჩვენი კომპანია ყოველთვის მიესალმება“ -განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
განახლებულ ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. ელექტრონული ბარიერის გავლისას მომხმარებელი მომსახურების საფასურს, სპეციალურ ჯიხურში გადაიხდის.

სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467