„ტავ ჯორჯია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აეროპორტებში სტაჟირებას და შემდგომ დასაქმებას სთავაზობს

„ტავ ჯორჯია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აეროპორტებში სტაჟირებას და შემდგომ დასაქმებას სთავაზობს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აეროპორტებში სტაჟირებას და შემდგომ დასაქმებას სთავაზობს.

ამ მიზნით, „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ „ტავ ჯორჯიას“ პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მისცეს შესაძლებლობა, გაიაროს პრაქტიკა და დასაქმდეს აეროპორტში სხვადასხვა პოზიციაზე.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკადრო პოლიტიკას, შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტებთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულთა დასაქმებას.