“ტავ ჯორჯია“ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში 7 სტუდენტს დაასაქმებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სტუდენტური დასაქმების პროგრამის ”Summer Job”-ის ფარგლლებში 7 სტუდენტს დაასაქმებს. სტუდენტები 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, აეროპორტში სხვადასხვა დეპარტამენტებში გაივლიან სტაჟირებას და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს, წელს პირველად ხორციელდება. პროექტი ზაფხულის არდადეგების პერიოდში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოცდახუთი ათასი სტუდენტის დასაქმდებას ითვალისწინებს და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები ხელფასის სახით, 500 ლარს მიიღებენ.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467