თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, 2012 წლის არქიტექტურისა და ურბანიზაციის კონგრესზე ჯილდო გადაეცა
რიგით მე-5 თურქეთის საინჟინრო არქიტექტურისა და ურბანიზაციის კონგრესზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომლის დიზაინი და მშენებლობაც “TAV-Construction”-მა განახორციელა, ჯილდო გადაეცა. კონგრესი გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრის ერდოღან ბაირაქტარის მიერ გაიხსნა და მასში 300-ზე მეტი პროექტი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ კონკურსში, თბილისის პროექტი ურბანიზაციის სფეროში ჯილდოს მფლობელი გახდა. “ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, თბილისი საერთაშორისო აეროპორტისათვის. ნომინაცია “ქალაქის სტრუქტურაზე არქიტექტურული ელემენტის გავლენა” ,იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენმა ტერმინალმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი მოწონება დაიმსახურა.. ეს ჯილდო გვაძლევს სტიმულს, რომ დაწყებული საქმე კიდევ უფრო უკეთ ვაკეთოთ და საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ თბილისის აეროპორტის მომხმარებლებს.” – განაცხადა “ტავ ჯორჯია”-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. კონკურსის ჟიურის, პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია პროექტის არქიტექტორმა თაიფურ ოზუღურლუმ მიაწოდა, რომელმაც აღნიშნა: “დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობას შორის საქართველომ ბოლო პერიოდში სამოქალაქო ავიაციის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების პროექტებს, რომელთა დიზაინი და მშენებლობა “TAV-Construction”-მა განახორციელა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კონგრესზე, სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა გაიმარჯვა.” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი, ეს არის “TAV-Construction”-ის დიზაინერთა ჯგუფის მიერ განხორციელებული პირველი პროექტი, რომელიც შეფასდა ქალაქის სტრუქტურაზე არქიტექტურული ელემენტის გავლენის კრიტერიუმის მიხედვით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობის საერთო ფართია 24 500 მ2, ბაქანი – 47 400 მ2. მშენებლობა დასრულდა 13 თვეში და „თავ აეროპორტებმა“ მისი ოპერირება დაიწყო 2007 წლის დასაწყისში. თბილისის პროექტი შეფასდა და გაიმარჯვა “ქალაქის სტრუქტურაზე არქიტექტურული ელემენტის გავლენის” კრიტერიუმის მიხედვით.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467