თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავია ფორუმ “Routes CIS 2013”-ზე ჯილდოს მფლობელი გახდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავია ფორუმ “Routes CIS 2013”-ზე ჯილდოს მფლობელი გახდა

21-23 ივლისს, უკრაინაში ქალაქ დონეცკში გამართულ საერთაშორისო ავიაფორუმ “Routes CIS 2013”-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მორიგ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. მსოფლიოში წამყვანი ავიაკომპანიების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულმა, მაღალკვალიფიციურმა ჟიურიმ თბილისის აეროპორტს ამჯერად ჯილდო მარკეტინგული კუთხით მიანიჭა, ნომინაციაში - „ყველაზე რეკომენდებული აეროპორტი დსთ-ს ქვეყნებში“. “ტავ ჯორჯიას“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელმაც კენჭისყრის დროს, სწორედ ჩვენს აეროპორტს მისცა ხმა. ეს ჯილდო ხაზს უსვამს თბილისის აეროპორტის თითოეული თანამშრომელის ძალისხმევას, რომელიც მათ აეროპორტის განვითარებაში ჩადეს. ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის“- განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. ავიაფორუმი “Routes CIS 2013” ტრადიციულად აეროპორტების, ავიაგადამზიდავების, ინვესტორების და საავიაციო მომსახურების სფეროს წარმოადგენლების საქმიანი შეხვედრებისთვის, ყოველწლიურად იმართება. ფორუმის ფარგლებში ორგანიზატორები სხვადასხვა სახის სემინარებს, პრეზენტაციებს და ავია ექსპერტებთან შეხვედრებს აწყობენ.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467