ukrainian-air-company-utair-ukraine-airline-perform-the-first-flight-ge
26 ივლისს, გამთენიისას, ავიაგადამზიდმა “UTair-Ukraine Airline” - მა თბილისი-დონეცკის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ამიერიდან, „UTair Ukraine“- ი თბილისის საერთაშორისო აერპორტსა და დონეცკის საერთაშორისო აეროპორტს შორის ფრენებს, კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან-დონეცკში, თბილისის დროით, 02:50 საათზე შესრულდება. უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს CRJ-200 და ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
„მოხარულები ვართ, რომ თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი უკრაინული ავიაკომპანია „UTair Ukraine“ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი რეისების დამატებით, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო ხელშეწყობას შევძლებთ.
თითოეული ახალი კომპანიის ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ტურისტული და საავიაციო სექტორი - განაცხადა „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
თითოეული ახალი კომპანიის ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ტურისტული და საავიაციო სექტორი - განაცხადა „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
„UTair Ukraine“ - უკრაინული ავიაკომპანიაა, რომელიც სამოქალაქო რეგულარულ და ჩარტერულ გადაზიდვებს უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს. მისი თანამედროვე ავიაპარკი 11 თვითმფრინავისგან შედგება. „UTair Ukraine“ - რუსული ავიაკომპანია „UTair“ - ის შვილობილი კომპანიაა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „UTair Ukraine“-ის პირველი რეისის ჩამოფრენასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ - ს მენეჯმენტი, „UTair Ukraine“ -ის წარმომადგენლები საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
ხშირად დასმული კითხვები
დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467