ავტობუსი

ავტობუსი

რეგულარულ სამარშუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #337, რომლის გაჩერებაც ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან მდებარეობს.

მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ტარიფები:

1 ლარი - 90 წუთი ულიმიტო უფასო მგზავრობა - გადახდა შესაძლებელია „მეტრომანის“ ბარათით, ასევე სხვადასხვა ბანკის ბარათებით*.
3 ლარი - 1 დღიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
20 ლარი - 1 კვირიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
40 ლარი - 1 თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
100 ლარი - 3 თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
150 ლარი - 6 თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
250 ლარი -1 წლიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით

სააბონიმენტო და „მეტრომანის“ ბარათების შეძენა შესაძლებელია თბილისის მეტროს ყველა სადგურში მდებარე სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში. ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს (გთხოვთ, შეინახოთ ბარათის შეძენისას გაცემული ქვითარი, ვინაიდან ბარათის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ყიდვის დროს გაცემული ქვითრის საშუალებით)

მუნიციპალური ავტობუსის მარშუტი სადგურის მოედნიდან:  თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - ბარათაშვილის ქ. - ქეთევან დედოფლის გამზირი - შავი ზღვის ქ. - კახეთის გზატკეცილი - აეროპორტი.

მუნიციპალური ავტობუსის მარშუტი თბილისის აეროპორტიდან: კახეთის გზატკეცილი - შავი ზღვის ქ. - ქეთევან დედოფლის გამზირი - ბარათაშვილის ქ. - რუსთაველის გამზირი - კოსტავას ქ. - თამარ მეფის გამზირი - სადგურის მოედანი

ავტობუსი რეალურ დროშიhttp://transfer.ttc.com.ge/?page=live&setLng=ka

სამუშაო საათები : 06:59 | 22:59

*შენიშვნა: მობილური აპლიკაციის ან ნაღდი (იმ ავტობუსებში სადაც არის ნაღდი თანხის სალარო აპარატები) გადახდის შემთხვევაში მგზავრი ვერ ისარგებლებს 90 წუთიანი ულიმიტო მგზავრობის პაკეტით.

ავტობუსი


 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467