ავტობუსი
რეგულარულ სამარშრუტო ხაზს, თბილისი-აეროპორტი-თბილისი, ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #337, რომლის გაჩერებაც ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან მდებარეობს.
მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ტარიფები:
1 ლარი - 90 წუთი ულიმიტო უფასო მგზავრობა - გადახდა შესაძლებელია „მეტრომანის“ ბარათით, ასევე სხვადასხვა ბანკის ბარათებით*.
3 ლარი - 1-დღიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
20 ლარი - 1-კვირიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
40 ლარი - 1-თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
100 ლარი - 3-თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
150 ლარი - 6-თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
250 ლარი -1-წლიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
სააბონიმენტო და „მეტრომანის“ ბარათების შეძენა შესაძლებელია თბილისის მეტროს ყველა სადგურში მდებარე სალაროებში და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალებში. ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს (გთხოვთ, შეინახოთ ბარათის შეძენისას გაცემული ქვითარი, ვინაიდან ბარათის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში, მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ყიდვის დროს გაცემული ქვითრის საშუალებით).
მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი სადგურის მოედნიდან: თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - ბარათაშვილის ქ. - ქეთევან დედოფლის გამზირი - შავი ზღვის ქ. - კახეთის გზატკეცილი - აეროპორტი.
მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი თბილისის აეროპორტიდან: კახეთის გზატკეცილი - შავი ზღვის ქ. - ქეთევან დედოფლის გამზირი - ბარათაშვილის ქ. - რუსთაველის გამზირი - კოსტავას ქ. - თამარ მეფის გამზირი - სადგურის მოედანი
ავტობუსი რეალურ დროში | http://transfer.ttc.com.ge/?page=live&setLng=ka
სამუშაო საათები : 06:59 | 22:59
*შენიშვნა: მობილური აპლიკაციის ან ნაღდი (იმ ავტობუსებში, სადაც არის ნაღდი თანხის სალარო აპარატები) გადახდის შემთხვევაში, მგზავრი ვერ ისარგებლებს 90-წუთიანი ულიმიტო მგზავრობის პაკეტით.
სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467