განაცხადი ნახშირბადის შემცირების პოლიტიკასთან დაკავშირებით
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდგრადობას განსაკუთრებული სერიოზულობით ვეკიდებით და ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ჩვენი საქმიანობის მიერ უფრო ფართო გარემოზე ზემოქმედება.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ენერგია, პროდუქცია და სერვისები, რომლებსაც ის მოიხმარს, იწვევს ატმოსფეროში სათბური გაზების გამოყოფას, რომლებიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს კლიმატურ ცვლილებაზე. მდგრადობის კუთხით ჩვენი საერთო მიზნების ნაწილს წარმოადგენს ჩვენი მუდმივი სწრაფვა მართვის გაუმჯობესებისა და ენერგომოხმარების, ასევე ნახშირბადის გამოფრქვევების შემცირებისკენ და ჩვენი მიზანი, რომ 2050 წლისათვის მიღწეულ იქნეს ნეტო-ნულოვანი ემისიის (Net Zero Emissions) მიზანი.
- უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი ახალი განვითარება ხელს უწყობდეს მდგრადი ენერგეტიკის სტრატეგიას
- მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი არსებული ქონების ენერგოეფექტურობა
- რეგულარულად ვაკონტროლოთ და განვიხილოთ ენერგიის მოხმარება ჩვენი შემცირების მიზნების შესაბამისად
- უზრუნველვყოთ ინფორმაციისა ხელმისაწვდომობა და ეკონომიურად გავხადოთ საჭირო რესურსები ხელმისაწვდომი ამ მიზნების მისაღწევად
- ვმართოთ ჩვენი Scope 3 ნარჩენებიდან, წყლიდან, ტრანსპორტიდან, პროდუქტებიდან და სერვისებიდან გამომდინარე ემისიები ჩვენი ISO14001 გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მეშვეობით
- უზრუნველვყოთ ჩვენს თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის ენერგეტიკის კუთხით ინფორმირებულობის ხელშეწყობა
- პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან
- შენობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ენერგომოხმარების მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი, რათა დადგინდეს ეფექტურობა და გამოავლინოს ტენდენციები და შესაძლებლობები მოხმარების შემდგომი შემცირების ან ეფექტურობის გაუმჯობესების მისაღწევად
- უზრუნველვყოთ, რომ ენერგოეფექტურობა წარმოადგენდეს ძირითადი კაპიტალური დანახარჯების პროექტების, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალებებთან, შენობებთან, აპარატურა-დანადგარებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებული პროექტების, ძირითად კომპონენტს
- თანამშრომლობა ჩვენს მიწოდების ჯაჭვთან და ინოვაციურ ორგანიზაციებთან ნახშირბადის დაბალი დონით მომუშავე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წახალისება-მხარდაჭერის მიზნით
- ნახშირბადთან დაკავშირებით ინფორმირებულობის თაობაზე სწავლების შემუშავება და მიწოდება ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ჩვენი სამუშაო ძალის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში ნახშირბადის შემცირების ტენდენციის ინტეგრირებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
ჩვენი ISO 14001 სერტიფიცირებული „გარემოს დაცვის მართვის სისტემის“ მეშვეობით რეგულარულად ვახდენთ ჩვენი ნახშირბადის შემცირების პოლიტიკის გადახედვა-განახლებას, რაც საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ მდგრადობის კიდევ უფრო მაღალი დონე და პოლიტიკა ყოველთვის მიზნნებზე მორგებული და სათანადო ვიქონიოთ.