უსაფრთხოების პოლიტიკა

უსაფრთხოების პოლიტიკა

გვჯერა, რომ სტაბილურ წარმატებას განაპირობებენ ადამიანები. კომპანიის მთავარი აქტივი მისი პერსონალია, რომელთა შრომაც პირდაპირ აისახება კომპანიის ბიზნეს-შედეგებზე და კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ დავიცვათ ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ მუდმივად ზრუნავს, რათა უზრუნველყოს და შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო დასაქმებულებისთვის და დაიცვას მათი ჯანმრთელობა სამუშაო სივრცეში. ამ მიზნით, ხდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების აღმოფხვრა, ან მინიმუმამდე დაყვანა, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია.

ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტები და ვიმოქმედოთ ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი მიზნების მიღწევას უზრუნველვყოფთ ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების დაცვის საქმეში კომპლექსური მიდგომების დანერგვითა და უსაფრთხოების დაცვის დონის მუდმივი გაუმჯობესებით. ეს შესაძლებელია ქვემოთ მოცემული პრინციპების განხორციელების გზით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესების მართვას, ხელმძღვანელობას, საჭირო კომუნიკაციას და რესურსებს.

შპს "ტავ ურბან საქართველო" ათვიცნობიერებს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას დასაქმებულების, მომხმარებლებისა და ზოგადად, საზოგადოების შრომის უსაფრთხოებისა დაცვასთან დაკავშირებით.

შპს „ტავ ურბან საქართველომ" აიღო ვალდებულება შემდეგზე:

• სულ მცირე, დაიცვას კომპანიასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი ნორმები და წესები და უმეტეს შემთხვევაში, გადაჭარბებით შეასრულოს ეს მოთხოვნები, რათა არ დაუშვას პერსონალის დაშავება და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.

• დაშავებისა და ჯანმრთელობის ზიანის პრევენცია, რისკების შემცირება და შრომის უსაფრთხოების დაცვის მუდმივი გაუმჯობესება, სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობის დაცვის და შრომითი უსაფრთხოების საქმიანობის აუდიტისა და მონიტორინგის გზით.

• უზრუნველყოს წინამდებარე პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებების გაცნობა დასაქმებულებისთვის. ამ კუთხით, დასაქმებულებმა უნდა აიღონ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებულება, რათა დაიცვან საკუთარი თავი, სხვა დასაქმებულები და ისეთი პირები, რომელთა უსაფრთხოებაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მათმა ქმედებებმა.

• უზრუნველყოს ყველა შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, სრული დოკუმენტირება და ზომების მიღება დამაკმაყოფილებელი კონტროლის მექანიზმების დასანერგად.

• საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, სისტემატური მიდგომების, რისკების შეფასების, შესაფერისი და ეფექტური კონტროლის ზომების განსაზღვრა და დასაქმებულების ინფორმირება სწორი პროცედურების შესახებ.

• უზრუნველყოს საფრთხეების ამოცნობა, რისკების შეფასება და კონტროლის ზომების მიღება, რათა ზიანი არ მიადგეს დასაქმებულების, სხვა კონტრაქტორების და კონკრეტულ ტერიტორიაზე დასაქმებული პირების ან საზოგადოების წარმომადგენლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას სამუშაო ოპერაციების შედეგად.

• ყველა დასაქმებულისთვის მაღალი სტანდარტის სწავლება-ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა მათ სამსახურეობრივ მოვალეობებთან და ნებისმიერ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც მოცემულია კომპანიის რისკების შეფასების ანგარიშში.

• დასაქმებულთა მიერ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერება უპირატესი მოთხოვნაა და ბიზნესის ზრდა-განვითარების მთავარი წინაპირობაა.

• თითოეული დასაქმებული პასუხს აგებს საკუთარი, კოლეგების, და აგრეთვე სამუშაო სივრცეში და ამ სივრცის ახლომახლო მყოფი პირების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. დასაქმებულები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სათანადო ხელმძღვანელობით, ინსტრუქტაჟით, წვრთნით, სწავლებით და აღჭურვილობით, რათა შეძლონ, ისარგებლონ უსაფრთხო სამუშაო მეთოდებით და იმუშაონ კომპეტენტურად.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ მისი შესაძლებლობების ფარგლებში იზრუნებს, შექმნას უსაფრთხო სამუშაო ადგილები და სისტემები, უზრუნველყოს უსაფრთხო ტექნიკური აღჭურვილობა, მასალებისა და ნივთიერებების უსაფრთხო მოპყრობა/შენახვა, ადეკვატური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი აღჭურვილობისა და შესაბამისი ინფორმაციის, წვრთნისა და ზედამხედველობის გაწევის პარალელურად.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივ მოთხოვნებს განიხილავს მინიმალურ სტანდარტად და საკუთარი ხელმძღვანელობისგან მოელის დასახული მიზნების შესრულებას ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების უგულებელყოფის გარეშე.

ჩვენი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა მუდმივი მონიტორინგისა და პერიოდული განხილვის საგანია, რათა შესრულებული იყოს კომპანიის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნები, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნები და ამოცანები.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467